იუსტიციის სახლთან, ხიმშიაშვილის ქუჩაზე დაიდო ბინა 2010 წლის ვენეციის „ბიენალეზე“ წარმოდგენილმა სკულპტურამ „როტაცია“. ლითონსა და მინაში შესრულებული მოძრავი ქანდაკება, ერთდროულად, ადამიანის სახესაც და სხეულსაც ჰგავს და ემოციები სხვადასხვა განზომილებაში იცვლება. „როტაცია“ გამოხატავს დროს, რომლის შეჩერებაც ადამიანს არ შეუძლია“, – ამბობს სკულპტურის ავტორი, თამარ კვესიტაძე. ადამიანის სახე და ტანი წარმოდგენილია პოზიციაში, რომელიც წყალში ხტომას ჰგავს