კატალოგი - GoBatumi
ციცინათელა

ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ ბათუმიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, გურიის სოფელ შეკვეთილში მდებარეობს, ზღვისპირა დაბა ურეკსა და ქობულეთს შორის. ეს არის ადგილი, სადაც ყველა ერთობა – დიდიც და პატარაც. სეზონზე, პარკი 300 000 სტუმარს იღებს და ეს ბუნებრივიცაა – „ციცინათელაში“ 36 ულტრათანამედროვე ევროპული ატრაქციონი ფუნქციონირებს. 8 საბავშვო, 17 საოჯახო და 11 ექსტრემალური აქტრაქციონი, სათამაშო ავტომატების დარბაზი და საბავშვო ლაბირინთი “ბედნიერი ქალაქი”, ბოულინგი, 2 ღია ტიპის პიცერია, ყავის სახლი, ბარი და შვიდი სავაჭრო ჯიხური – ივნისიდან ოქტომბრამდე თქვენ სრულ განკარგულებაშია.

თეგები: