Batumi Tourist Card ეს არის მარტივი, მოსახერხებელი და იაფი საშუალება აჭარაში სამოგზაუროდ და დასასვენებლად. ბარათში თავმოყრილია გარკვეული ფასდაკლებები ქალაქის ღირშესანიშნაობებზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე. ასევე, ბარათი მოიცავს ავტობუსის 4 უფასო მგზავრობას და სიმ-ბარათს მასზე დარიცხული 1 GB ინტერნეტით.
ადგილმდებარეობა ბარათის შესაძენად: ტურისტული საინფორმაციო ცენტრი Batumi Tourist card- ის შეძენა შეგიძლიათ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში
ბარათის გამოყენების ვადა: 10 დღე
ფასი: 15 ლარი