სხალთის მონასტერი შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურის ნიმუშია აჭარაში. მხატვრულ-სტილისტური თავისებურებებით ჩანს, რომ სხალთის მონასტერი აგებული უნდა იყოს მე-13 საუკუნის შუა ხანებში. გამორჩეულია სხალთის მონასტრის ფრესკები, რომლებიც უფრო გვიანდელი პერიოდს, XIV-XV საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს. მოხატულობა ეფუძნება ქართული კედლის მხატვრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანადროული ბიზანტიური კედლის მხატვრობის სიახლეებს.