ოთახების რაოდენობა: 3
ადგილების რაოდენობა სულ სტუმრებისთვის: 6
ღამისთევა ერთჯერადი კვებით: 25 ლარი
ღამისთევა სამჯერადი კვებით: 50 ლარი
აჭარის ერთერთი უძველესი სოფელი გობრონეთი ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 55 კმ-ში მდებარეობს. გობრონეთის მარშუტი იწყება ქედის საინფორმაციო ცენტრიდან. სოფელში მისვლამდე დაათვალიერებთ ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს. მახუნცეთის ჩანჩქერს, თამარის ხიდს, ზვარეს ეკლესიას. ოჯახი გაგიმასპინძლდებათ ქართული ტრადიციული კერძებით: აჭარული ხაჭაპური, იმერული ხაჭაპური, ხინკალი. ეზოში აქვთ ხეხილის ბაღები. სეზონურად მოყავთ მარწყვი. მასპინძელი გთავაზობთ ექსკურსიას სოფლის შემოგარენში (ცივასულას ციხისა და წონიარისის 12 საუკუნის ხიდის დათვალიერებას).